ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლოგისტიკის ოპერაციების დაგეგმვის კურსი დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისათვის სემინარს ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბიდან მოვლენილი ექსპერტთა ჯგუფი კითხულობს.
სამი დღის განმავლობაში მსმენელები ნატოს ოპერაციებში ლოგისტიკური საკითხების მიმოხილვას და დაგეგმვას გაეცნობიან. კურსს თექვსმეტი ქართველი და ერთი მოლდოველი სამხედრო მოსამსახურე ესწრება.
კურსი მიზნად ნატოს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და მის შემდგომ გამოყენებას ისახავს. სემინარის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.