გიორგი კვირიკაშვილი: სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა
12-12-2017, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


პრემიერმა ხაზი გაუსვა აუდიტის სამსახურის ეფექტურობისა და მისი რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურის უფროსად შერჩეულია პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა. ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად შერჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით.

 

 

ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შერჩეულ იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როდესაც ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. ამიტომ, მივესალმები ამ სტრატეგიას. ის ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ იგი და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 


პროექტი - "საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება", რომელიც 2018-2022 წლებისთვის არის გაწერილი, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარადგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი