გიორგი კვირიკაშვილი: პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება
12-12-2017, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

 

 

პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი დავები კანონით რეგულირდება.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც სამართლებრივ დავებს აწესრიგებს და არეგულირებს კანონი, შესაბამისი ინსტანციები და არა – ნაცნობ-მეგობრობა, ან ნათესაური კავშირები. სახელმწიფო შესყიდვები და ტენდერები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყოველთვის ჰყავს როგორც გამარჯვებული, ისე – დამარცხებული. გასაგებია, რომ დამარცხებულს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა, ამისთვის შესაბამისი ინსტიტუციები, ინსტანციები და საბოლოოდ არსებობს სასამართლო და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნულ საკითხს აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება და ის უნდა წარიმართოს მხოლოდ ამ მიმართულებით", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი