მიხეილ სააკაშვილი: არასდროს მივიღებ მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში - უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც აქ არის დაბადებული და გაზრდილი
13-12-2017, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას „არასდროს მიიღებს", რადგან უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც „უკრაინაში არის დაბადებული და გაზრდილი".

 

 

განცხადება ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა უკრაინული არხის ეთერში გააკეთა.

 

 

„არასდროს მივიღებ მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვინაიდან უკრაინის პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც აქ არის დაბადებული და გაზრდილი. მე 13 წელიწადზე მეტი გავატარე უკრაინაში, მაგრამ უფრო დიდი სტაჟის მქონე ადამიანი უნდა იყოს პრეზიდენტი. მთავრობაში კი შეიძლება სხვაგვარად იყოს“, განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ დეპუტატების თავდებობით 11 დეკემბერს გაათავისუფლა.

 

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს ისევ დაკითხვაზე დაიბარა.

 

 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრიანის გენერალურ პროკურატურას სამი მუხლის საფუძველზე აქვს საქმე აღძრული – კერძოდ, მე-15 მუხლი(დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი