მეუფე შიო: თუ რაიმე კარგი გვაქვს, ეკლესიასთან, ქრისტიანობასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე გვაქვს უარყოფითი, ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად გვაქვს მანკიერება
13-12-2017, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამების ტაძარში წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა.

 

 

მეუფემ სადღესასწაულო წირვის შესრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და იქადაგა.

 

 

„წმინდა მოციქულმა ანდრიამ დააფუძნა ეკლესია, რომელიც შემდეგ გახდა წევრი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენებას, რომლის დიდი ღვაწლის შემდეგ ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. ვმადლობთ უფალს ამისათვის და ვმადლობთ წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს, რომ მადლი ჩვენს ერში მოიღო და დაანთო. ბევრი ჩვენთაგანი არის ამის მიმღები და გამგრძელებელი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველანი არ ვართ ჯერ ამ მადლის მიმღებნი. თითქოს მონათლულები ვართ, ჩვენი ერის დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია, მაგრამ სინამდვილეში ჩანს, რომ არ ვართ ყველა ამ მადლით აღვსილნი, ამ შუქისა და ცეცხლის მატარებლები, სამწუხაროდ. დღეს ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ერზე, ისტორიულ გზებზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თუ რაიმე კარგი გვაქვს, ეკლესიასთან, ქრისტიანობასთან თანაზიარობის შედეგად გვაქვს, თუ რაიმე გვაქვს უარყოფითი, ეკლესიისგან, ქრისტესგან განშორების შედეგად გვაქვს მანკიერება. არ არის საკმარისი იყო მარტო მონათლული, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, რადგან შეიძლება ამ მადლმა პირიქით, პასუხისმგებლობა უფრო დაამძიმოს, თუ შენ არ გააღვიძე და არ განავითარე ის. როგორც კანდელს სჭირდება ზეთის დამატება, ასევე ადამიანს სჭირდება გაღვივება ამ მადლისა, სიწმინდისა, მოშურნეობა, მოღვაწეობა, განწმენდა გულის სიტყვების, აზრების და გამოსწორება ცხოვრებისა. ეს არის ის, რასაც უფალი ჩვენგან ელოდება“, განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი