მესტია-ჰაწვალს ახალი საბაგირო დააკავშირებს
13-12-2017, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტია-ჰაწვალს ახალი საბაგირო დააკავშირებს. მესტიის ცენტრისა და მთის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება. ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს.

 

 

(„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი. კურორტი გოდერძი - ტურისტული სეზონის გახსნა - 10 დეკემბერი)

 

 

მესტია-ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტებზე სეზონის გახსნამდე კი, ტურისტული სეზონი 10 დეკემბერს გუდაურსა და გოდერძიზე, ხოლო 12 დეკემბერს, ბაკურიანში, დიდველზე გაიხსნა.

 

 

(ბაკურიანი, დიდველი - ტურისტული სეზონის გახსნა, 12 დეკემბერი)

 

 

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ცნობით, 23 დეკემბერს ტურისტული სეზონი კოხტა-მიტარბიშიც გაიხსნება.

 

 

(კურორტი გოდერძი, 10 დეკემბერი)

 


„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რაც კურორტის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან მესტიის ცენტრიდან პირდაპირ საბაგიროთი ჰაწვალის კურორტთან დაკავშირება ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია" ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

(კურორტი გოდერძი, 10 დეკემბერი)

 

 

მესტია-ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო და მას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“ ახორციელებს. საბაგიროს სიგრძე 1200 მეტრია და ის 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპისაა.

 

 

(გუდაური - ტურისტული სეზონის გახსნა, 10 დეკემბერი)

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლს Euronews-ის 400 მილიონიანი აუდიტორია ეცნობა. ზამთრის ტურისტული კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი Euronews-ის მაყურებელს საქართველოს ზამთრის კურორტებს, ტურისტულ ადგილებს და ქვეყნის კულტურას აცნობს. სარეკლამო კამპანია Euronews-ზე 27 ნოემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

(გუდაური, 10 დეკემბერი)

 


პარალელურად, საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ რეკლამას ავრცელებს BBC. საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება ტელეკომპანია BBC World News-მა დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი საქართველოს ზამთრის კურორტების, ტურისტული მიმართულებების და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს შესახებ რეკლამა BBC-ის ისეთ ცნობილ გადაცემებშია, როგორიცაა: The Travel Show, Business Briefing, World Business Report, BBC Business Live, Talking Business, Global, Outside Source. ამ გადაცემების მაყურებლები ძირითადად ბიზნესითა და მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები არიან", აღნიშნულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი