„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა
13-12-2017, 20:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ“, რომლის შემადგენლობაშიც 57 მუსლიმური ქვეყანა შედის, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ საგანგებო სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში.

 

 

ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ პალესტინა სახელმწიფოდ, ხოლო იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად აღიაროს.

 

 

ამავე მოწოდებით სამიტზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოვიდა. თურქეთის პრეზიდენტმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათილი უწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი „ტერორის სახელმწიფოა“.

 

 

უფრო ადრე, სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტმა ხალხმრავალ მიტინგზე თქვა, რომ იგი არ მიატოვებს იერუსალიმს იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც „კლავს ბავშვებს“.

 

 

ერდოღანმა იერუსალიმი აღწერა, როგორც „წითელი ხაზის“ საკითხი მუსულმანებისთვის და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თურქეთმა ამ საკითხის გამო, შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

 

 

პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა საგანგებო სამიტზე განაცხადა, რომ აშშ-მ საკუთარი თავის, როგორც სამშვიდობო პროცესის, მონაწილის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

 

 

„ჩვენთვის მიუღებელია სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ნებისმიერი როლი. მათ დაადასტურეს საკუთარი მიკერძოებულობა ისრაელის სასარგებლოდ“, განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

 

 

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აღნიშნული აღიარებით უზარმაზარი გადატრიალება მოახდინა შეერთებული შტატების ათწლეულობით არსებულ პოლიტიკაში, რითაც პალესტინელებისთვის ხანგრძლივი საერთაშორისო გარანტიები, რომ წმინდა ქალაქის ბედი მოლაპარაკებებით იქნებოდა განსაზღვრული, მთლიანად თავდაყირა დააყენა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი