„თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას“ - სახაზინო ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია
14-12-2017, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჯერ საქმესთან შეხება არ მაქვს, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ერთკვირიან ვადაში ჩავეტიო, რომ სრულყოფილად განვახორციელო დაცვა, მაგრამ თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას", განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ, რომელმაც დღეს მტკიცებულებების გაცნობისთვის ერთთვიანი ვადა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ მას ერთი კვირა მისცა.

 

 

სოფიო გოგლიჩიძე მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე იცავს. გირგვლიანის საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაქირავებული ადვოკატების აცილება თავად სააკაშვილმა მოითხოვა.

 

 

ადვოკატის თქმით, მას ბრალდებულთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შეეცდება მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს დაუკავშირდეს.

 

 

„ჯერ არ ვიცი როგორ დავგეგმავ, მაგრამ რა თქმა უნდა ვაპირებ შევეხმიანო მინიმუმ ოჯახის წევრს, ან ვინმე მის ახლობელს, რომელთანაც უნდა მქონდეს კომუნიკაცია", განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

 

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი