საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პუტინი ვერაფრით მივიწყებს. შემთხვევითია ის, რომ მისი თეზისები სრულად ემთხვევა ბანკოვაიას აზრებს და ტერმინოლოგიას?“ წერს სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ქართველი და უკრაინელი ერების სახეში შეფურთხება", აღნიშნა პუტინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.