სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ღანირის საჯარო სკოლას ესტუმრა
12-12-2017, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საკრებულოს წევრები ბადრი შენგელია და შალვა არზუმანიანი ღანირის საჯარო სკოლაში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.

 


„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლეში „თავისუფალი გაკვეთილი“ კონკურსში ღანირის საჯარო სკოლის პედაგოგმა, იამზე ყურაშვილმა გაიმარჯვა. შედეგად კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ღანირის საჯარო სკოლაში პროექტი დაფინანსდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში თეატრალური წრის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებმა დღეს სპექტაკლი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებზე დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს. ღანირის საჯარო სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ვალერიანე ფოცხვერიას გვერდით დგომას თითოეული მოსწავლე და ღანირელი გრძნობს. მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლის „შთაბეჭდილებების წიგნში“ ჩანაწერიც დატოვა და მოსწავლეებს და პედაგოგებს მომავალში წარმატებები უსურვა. შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ღანირის თემში საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და ექსპლუატაციაში უახლოეს ხანში შევა", ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი