სამტრედიის მერმა გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
14-12-2017, 19:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურა გოგიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

 

 

სამტრედიის მერიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკურაძეების უბანში და გომნატეხების მიმართულებით მიმავალი გზის მოასფალტების სამუშაოები მოინახულა.

 

 

გომის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნა, ასეთი გზის დაგება სოფლისთვის წარმოუდგენელი ოცნება იყო. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომნატეხებამდე მიმავალი გზა მრავალი ათეული წელია სავალალო მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

 

 

მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათგან შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, შემდგომში რეაგირებისთვის, გარკვეული შენიშვნები ჩაინიშნეს.

 

 

დღის ბოლოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დაათვალიერეს ქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ლოკაციებზე შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები", ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი