ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა/აღდგენა ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, ქუჩებზე ტროტუარები ამ დრომდე არ იყო, ადგილობრივებს კი სიარული გზის სავალ ნაწილზე უწევდათ - სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახელობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.