ბავშვები დაიღუპნენ საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად
14-12-2017, 21:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პერპიგნანის სიახლოვეს სასკოლო ავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე ოთხი ბავშვი დაიღუპა, იუწყება BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, დაზიანებები აქვს მიღებული სხვა 19 ადამიანს, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა სერიოზულია.

 

 

გავრცელებული ცნობებით, ავტობუსში მყოფი სკოლის მოსწავლეები 11-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.

 


„შემთხვევის ადგილას სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურები არიან მობილიზებული და ჩამოყალიბებულია კრიზისის საკოორდინაციო ერთეული“, უთხრა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ახალი ამბების ააგენტო „როიტერსს“.

 

 

ისინი, ვისაც დაზიანებები აქვს მიღებული, პერპიგნანის საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექიმები იმყოფებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი