ჯონ მაკკეინის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორის ქალიშვილი ანუგეშა
14-12-2017, 21:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის ქალიშვილ მეგან მაკკეინთან სატელევიზიო თოქ შოუს დროს მისი მამის, აშშ-ის „რესპუბლიკელი“ სენატორის ჯანმრთელობის შესახებ ნუგეში გამოხატა და მაკკეინის ქალიშვილს რჩევა შესთავაზა მას შემდეგ რაც ვიეტნამის ომის ვეტერანი მრავალგზის სენატორი ოთხშაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


ბაიდენის ვაჟი ტვინის კიბოს იმავე დაავადებით გარდაიცვალა, რა დიაგნოზიც მაკკეინს დაუდგინდა.

 


როგორც BBC იუწყება, ცრემლმორეულმა ქალბატონმა მაკკეინმა, რომელიც ABC-ის პროგრამის The View -ს თანაწამყვანია, ბაიდენს რჩევის მიცემა სთხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს დაავადებასთან გამკლავება.

 


მაკკეინს ზაფხულში გლიობლასტომას (ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე) დიაგნოზი დაუდგინდა, რაც ტვინის კიბოს აგრესიულ ტიპს განეკუთვნება.

 


„თქვენ შვილს, ბიუს იგივე ტიპის კიბო ჰქონდა, რაც მამაჩემს ექვსი თვის წინ დაუდგინდა“, თქვა ქალბატონმა მაკკეინმა.

 


„მე ბიუზე თითქმის ყოველდღე ვფიქრობ და მე მითხრეს, რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ შენ გამოიმუშავებ იმის უნარებს, რომ იმუშაო ამაზე და იცხოვრო ამასთან ერთად.

 


„მე ვიცი, რომ შენ და მამაშენი იმ ტრაგედიის გამზიარებლები იყავით, რომელიც მე განვიცადე“, უთხრა ბაიდენმა მაკკეინის ქალიშვილს.

 


ბაიდენმა თქვა, რომ არსებობს იმედი, რომ დაავადების მკურნალობის მიმართულებით დიდი ნოვატორული მიღწევების მომსწრენი ვხდებით და მედიცინა ამ კუთხით მუდმივად ვითარდება.

 


მან თქვა, რომ მაკკეინი მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და „თუ ვინმეს შეუძლია გაუმკლავდეს მას, ეს მამაშენია“.

 


„ჩვენ ძმებივით ვართ, რომლებიც ასე თუ ისე განსხვავებული მამების მიერ ვართ აღზრდილები, ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე“, თქვა ბაიდენმა და დაამატა: „მე ვიცი, ამაღამ რომ დავრეკო ტელეფონზე ჯონ მაკკეინთან, ის დაჯდება თვითმფრინავზე და ჩამოვა ჩემთან, და მეც ასევე იგივეს გავაკეთებდი მისთვის.

 


ბაიდენმა თქვა, რომ მთავარია „იმედის შენარჩუნება“.

 


ბაიდენმა გასულ თვეს მოგონებები გამოსცა მისი ვაჟის შესახებ, რომელიც ტვინის კიბოთი 2015 წელს გარდაიცვალა.

 


მაკკეინს ავთვისებიანი სიმსივნე ივლისში აღმოუჩინეს. ოთხშაბათს იგი ვაშინგტონ დი სის საავადმყოფოში „ნორმალური გვერდითი ეფექტების“ გამო კიბოს შემდგომი მკურნალობის მიზნით იქნა მოთავსებული, როგორც ეს მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 


მას სამსახურიდან გადადგომის, პენსიაზე გასვლის არანაირი გეგმა არ გააჩნია და იმედი აქვს, რომ „რაც შეიძლება მალე“ დაუბრუნდება სამუშაოს, აცხადებენ სენატორის ოფისში.

 


ვიეტნამის ვეტერანმა, 81 წლის მაკკეინმა, ომის დროს 5 წელიწადზე მეტი გაატარა სამხედრო ტყვეობაში.

 


ექსვგზის სენატორს და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „რესპუბლიკელ“ კანდიდატს არიზონას შტატის ფოენიქსის კლინიკაში ქირურგიული ჩარევა მიმდინარე წლის ივლისში დასჭირდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი