პრეზიდენტი: თუ მოქალაქეები, ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ
15-12-2017, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე" წაიკითხა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლზე და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისათვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რომლის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა, დღეს მივისწრაფვით თავისუფლებისაკენ. თავისუფალი იქნება ერი, როცა გაიაზრებს რა რეალობაში ცხოვრობს, რა არის მისი რეალობა და გეგმავს საკუთარ მომავალს საკუთარი გააზრებული ღირებულებებით. თუ არ ვიცით თავისუფლების არსი, ვერ გამოვიყენებთ მას.

 


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, როცა ხელისუფლება ხალხის ხელშია და დაცულია ყველა ინდივიდის უფლება.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ რეალობაში, ხშირად ასე არ ხდება, საზოგადოება არ ხდება რეალური მმართველი ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესისა, ხდება ადამიანის უფლებების ნიველირება, რაც გადაიზრდება მმართველობის სხვა ფორმაში და ვიღებთ ტოტალიტარიზმს.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობისას მოქალაქეა ხელისუფლების საქმიანობის შემკვეთი, როგორ მართოს სახელმწიფო, როგორ დაიცვას მისი უფლებები.

 


„თუ მოქალაქეები, თქვენ ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების კვალიფიციური შემკვეთი და მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ.

 


რამდენადაც მცოდნეა ამომრჩეველი შეკვეთაში, დავალების მიცემაში, რომლითაც ის მიმართულებას აძლევს ხელისუფლებას...ეს არის სწორედ ის ხარისხი, ის უნარი, რომელიც ჩვენს ყოფას განაპირობებს", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


მისი თქმით, დღეს, როცა ვხედავთ ამომრჩევლის დაკვეთას, ვერ ვხედავთ ნათელ, გამოკვეთილ სურვილს იმაზე, თუ რას ვავალებთ მმართველებს. ამიტომ ხშირად ხელისუფლება, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული მანდატი, ამ მანდატს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ და თავს ახვევს საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს.

 


გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვალიფიციური შემკვეთისა და შეკვეთის გარეშე ვერ შედგება დემოკრატია. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი არის საზოგადოების ნათელი დაკვეთა რა სურს მას და მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს, რომ დემოკრატია აქციოს თავისუფლებად და არა მონობად.

 


როდესაც გავიაზრებთ ჩვენს სურვილებს და ღირებულებებს, და გავიაზრებთ დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, გავიაზროთ ის დავალებები და სურვილები, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკოსებისაგან", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი