პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას „ჩრდილოეთ კორეის ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის საკითხები განიხილეს“
15-12-2017, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილი კრიზისული მდგომარეობა განიხილეს ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, რომლის დროსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უჩვეულო მიდგომა გამოხატა პუტინისადმი, მის მიმართ მადლობის თქმით, რაც თავისი რუსი კოლეგის მიერ ამერიკული ეკონომიკის შექებამ განაპირობა.

 


ამერიკის და რუსეთის ლიდერებმა განიხილეს „რამდენიმე კრიზისული ზონის მდგომარეობა და ფოკუსირება გაკეთდა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული საკითხის გადაწყვეტის გარშემო“, ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, როგორც ამას AFP-ი იტყობინება.

 


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა „ჩრდილოეთ კორეაში არსებული ძალიან სახიფათო მდგომარეობის ერთობლივად გადაწყვეტის მიმართულებით მუშაობის საკითხები განიხილეს“.

 


აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპის მიერ პუტინისადმი მადლობას მთავარი ადგილი უკავია.

 


„პრეზიდენტმა ტრამპმა მადლობა უთხრა პრეზიდენტ პუტინს მის მიერ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ამერიკის ძლიერი ეკონომიკური განვითარების აღიარებისთვის“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


იმავე დღეს, უფრო ადრე, პუტინმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „შეხედეთ, როგორ რეაგირებენ ბაზრები, ისინი იზრდებიან. ეს აჩვენებს ნდობას ამერიკულ ეკონომიკაში. (ტრამპის) ოპონენტებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ეს არის ობიექტური ფაქტები“.

 


ვაშინგტონმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს ჩრდილოეთ კორეასთან, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და ფხენიანის მტკიცებით, ბოლოს გაშვებულ რაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინების დამაგრება შეიძლება, აშშ-ის კონტინენტის ნებისმიერ წერტილში წვდომის შესაძლებლობა გააჩნია.

 


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ მტკიცე პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ აიძულოს ფხენიანი მიატოვოს თავისი ბირთვული არსენალი, მას სურს, რომ „შედგეს პირველი შეხვედრა წინასწარი პირობების გარეშე“.

 


პუტინი, თავის ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც მოსკოვში ასეულობით ჟურნალისტი ესწრებოდა, მიესალმა შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატების „რეალობის გაცნობიერებას“. თუმცა მან ორივე მხარეს მოუწოდა „შეაჩერონ სიტუაციის გართულება“ და თქვა, რომ მოსკოვი არ აღიარებს ჩრდილოეთ კორეის, როგორც ბირთვული სახელმწიფოს სტატუსს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი