კახა კალაძე ოპოზიციას: ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას და ყველაფერს, დასრულებულია და დამთავრებულია
15-12-2017, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას და ყველაფერს, დასრულებულია და დამთავრებულია, მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციას.

 

 

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის მერმა უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან დაკავშირებით.

 

 

„როდესაც პირველი სხდომა იმართებოდა, ერთ-ერთმა ბრძანა, როგორ ბნელა ამ ოთახში სადაც ვიმყოფებოდითო და ახლა ბატონ ხაბეიშვილს ვუყურებ და მართლაც კარგად მაქვს გააზრებული, რატომ იყო ეს ყველაფერი ნახსენები. ვინმე მაინც შეენაცვლეთ, ხელი დაეღალა", აღნიშნა კალაძემ ხაბეიშვილის მისამართით, რომელსაც სხდომის განმავლობაში პლაკატი ჰქონდა აღმართული, რომელსაც ეწერა - „სოციალური - 1.13 ლარი, ჩინოვნიკი - 8 064 ლარი".

 


„არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ და არ გაგიტარებთ.... ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა", აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი