ხაბეიშვილი კალაძეს: რატომ ხართ ისეთ პოზაში, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების
15-12-2017, 19:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძე მხოლოდ „ქართული ოცნების" მერი არ არის, თუმცა, ამ პოზაში იმყოფება.

 

 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხაბეიშვილმა კალაძეს უთხრა, რომ ის ათასობით ლარს იხდის პიარისსამსახურში, რომელიც მას ურჩევს, რომ ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენოს და თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია ან კითხვა აქვს, მარგინალი უწოდოს და ნაძვის ხეზე დაკიდოს.

 

 

„მე ამ შეურაცხყოფაში არ შემოგყვებით. მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც საქმესთან ახლოსაა. თქვენ აქ თქვით, ბავშვების ჭამა რა შუაშია, ისინი სამჯერ ჭამენო? თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გესმით. მე ვთქვი, რომ აქადე ერთი ბავშვის კვება ჯდებოდა 1.80 ლარი, ახლა ჯდება 3.60. მაშინაც სამჯერადი კვება იყო და დღესაც. გეკითხებით, თუ ბავშვებისთვის გაძვირდა წიწიბურა და შაქარი, რატომ არ გაძვირდა სოციალურად დაუცველებისთვის? რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, თქვენ ამ ხარჯების შემცირების დაპირებით მოდიოდით და მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცას მაინც მოაკლებდით. ამ დროს თქვენ გამოეცით ბრძანება, რითაც შტატგარეშე მოსამსახურეებად ადამიანები დანიშნეთ.

 

 

ქალბატონი ყანდიაშვილი რომ იღებს 4 300 ლარს, ეს ქალბატონიც სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელია? მრჩევლებს რომ ინიშნავთ ხელშეკრულებით, მაგალითად, ნაძალადევის გამგეობაში რომ გყავთ შტტგარეშე თანამშრომელი და გამგებლის მოადგილედ ეცნობა მოქალაქეებს, მათ შორის, ჩვენც ასე გაგვეცნო, 3 600 ლარს აძლევთ ამისთვის, ეს ნორმალურია? ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა. თქვენ აგირჩიათ თბილისელებმა მერად, მერე რა, რომ მე არ აგირჩიეთ, თქვენ არ ხართ „ქართული ოცნების“ მერი. რატომ ხართ ისეთ პოზაში, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების? რომელი თქვენგანი იმყოფინებთ 1.18 ლარს?", მიმართა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერს.

 

 

„ერთი ადგილი გვაქვს ნაძვის ხეზე შენთვის შემონახული, ოღონდ პარლამენტის მხრიდან", აღნიშნული განცხადება კი, კახა კალაძემ ხაბეიშვილის მისამართით გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი