მეწყერმა ტურისტებისთვის პოპულარულ ჩილეს სამხრეთ რეგიონში სოფელი გაანადგურა და სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
17-12-2017, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გადაუღებელი კოკისპირული წვიმებით გამოწვეულმა მეწყერმა სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათეულობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა ტურისტებისთვის პოპულარულ სამხრეთ ჩილეს ტბების რეგიონში, სოფელ ვილა სანტა ლუციაში. 15 ადამიანი დაკარგულად არის გამოცხადებული.

 

 

BBC-ის ცნობით, ათასობით ადამიანი ელქტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და მოწყვეტილია დანარჩენ ჩილეს. პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 


„ბრძანება გავეცი სამაშველო ჯგუფების მიმართ, ყველა საჭირო რესურსი ვილა სანტა ლუციაში ხალხის დასაცავად იყოს გადასროლილი“, განაცხადა ბაჩელეტმა.

 

 

 


მეწყერისგან დაზარალებული სოფელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 1 100 კილომეტრში მდებარეობს.

 


ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონი ბოლო 24 საათის განმავლობაში უჩვეულო თავსხმა წვიმის მომსწრე გახდა.

 


ათეულობით ადამიანი საჰაერო ტრანსპორტით იქნა გადაყვანილი მეზობელ ქალაქ ჩაიტენში. სამაშველო ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

 

 

 


სოფელი ახლოსაა კორკოვადოს ეროვნულ პარკთან, რომელიც თავისი ვულკანების, ფიორდების და ტყეების გამო ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი