დიდი ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული, პოლიცია „მნიშვნელოვან ინციდენტს“ უმკლავდება
18-12-2017, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ის საფოლკში მილდენჰოლის სამეფო საჰაერო ბაზაზე „მნიშვნელოვანი ინციდენტის“ შესახებ შესული შეტყობინების პასუხის გაცემის რეჟიმში იმყოფება.

 


შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიერ გამოყენებულ ბაზასთან ინციდენტში ფიგურირებდა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ცდილობდა შესამოწმებელი პუნქტის ძალით გარღვევას, როგორც ამას BBC თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

ამ დროისთვის დაკავებულია მამაკაცი, რომელიც შლაგბაუმის გავლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ბაზაზე შეღწევას ძალით ცდილობდა.

 

 

 


მილდენჰოლის სამეფო საჰაერო ბაზა დაიხურა, რადგან პოლიციამ აღნიშნული „უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინციდენტად“ მიიჩნია.

 

 

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაზა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ შეტყობინების“ შემდეგ დახურა და საგანგებო ვითარების გამო პერიმეტრზე პირადი შემადგენლობა განალაგა.

 

 

საფოლკის პოლიციამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი