ჩინეთმა ტურისტებისთვის „პირველი რეისი განახორციელა“ ანტარქტიდაზე - რა ღირს იქ მოგზაურობა და რამდენი ადამიანი სტუმრობს მე-7 კონტინენტს სეზონზე?
19-12-2017, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინური მედიის თანახმად, ქვეყნის პირველმა კომერციულმა რეისმა ეგზოტიკურ ანტარქტიდაზე 22 ბედნიერი ტურისტი ჩაიყვანა. BBC წერს, რომ აღნიშნული მგზავრობა შეფასდა როგორც ნიშანსვეტი, მაგრამ არის თუ არა ეს ნამდვილად ასე? და რას გვეუბნება ეს რეგიონში ჩინეთის გეოპოლიტიკურ ამბიციაზე? - კითხულობს ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან სტატიაში, რომლის თარგმანსაც GUARDIAN.GE გთავაზობთ.

 


არის თუ არა ეს რეისი ნამდვილად პირველი?

 


მოვლენა, რომელიც ჩინეთის გაზეთებმა აღწერეს, როგორც ახალი ერა ქვეყნის ტურიზმის ანტარქტიდის მიმართულებით განვითარებაში, ჰონკონგიდან მგზავრობით დაიწყო, სამხრეთ აფრიკაში 15-საათიანი ფრენის შემდეგ დროებით შეჩერდა, კეიპ თაუნში საწვავის შევსების შემდეგ ფრენა კიდევ 5.5 საათი გაგრძელდა ანტარქტიდამდე, საიდანაც დამატებით 5-დან 6 საათამდე მგზავრობა სამხრეთ პოლუსამდე, თვითმფრინავის 2.5კილომეტრიან ყინულამოჭრილ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე დაშვებით დასრულდა.

 


ჩინეთის ტუროპერატორი მგზავრობას აღწერს, როგორც ნიშანსვეტს, აცხადებს რა, რომ ჩინელ ტურისტებს უკვე ფრენების უცხოური სააგენტოების მეშვეობით დაჯავშნა აღარ მოუწევთ.

 

 

 


მაგრამ რამდენადაა რეალური ის, რომ ეს პირველი იყო?

 


კეიპ თაუნიდან და უკან მგზავრობა ფაქტობრივად ორგანიზებული იყო White Desert-ის მიერ, ტუროპერატორის, რომელიც ამგვარ მგზავრობებს პოლუსის მიმართულებით რეგულარულად სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ ეს უფრო თანამშრომლობა იყო ტურის ჩინურ ორგანიზატორსა და სამხრეთ აფრიკაში ბაზირებულ ჩამოყალიბებულ მოთამაშეს შორის.

 


რისი ნახვა შეიძლება ანტარქტიდაზე?

 


მეშვიდე კონტინენტზე თვითმფრინავით ჩასვლა გამონაკლისია, ვიდრე წესი. თითქმის ყველა ტურისტი იქ გემით ჩადის - ტიპიურად არგენტინის ყველაზე სამხრეთით მდებარე პორტ უშუაიადან.

 


მეორე არჩევანი ახალი ზელანდიიდანაა - მარშრუტი, რომელსაც ხშირად ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც დაინტერესებული არიან უფრო ისტორიული მარშრუტით, რომელიც ცნობილი ადრინდელი მკვლევარების, ისეთის მაგალითად, როგორიცაა სერ ერნესტ შაკლეტონი, მიერ გავლილი გზის ნაკვალევზე სვლას წარმოადგენს.

 


„მოგზაურობები თავისი ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავდება - ის შეიძლება იყოს 6 დღე, სამი კვირა და კიდევ უფრო მეტი“, უთხრა BackTrack Adventures-ს ტურ-ოპერატორმა ლინ ფლანაგან სმიტმა BBC -ს.

 

 

 


რატომ უნდათ ადამიანებს იქ წასვლა? სმიტის თქმით, ამის მრავალი მიზეზი არსებობს.

 


„ზოგიერთი ადამიანისთვის ეს უბრალოდ მეშვიდე კონტინენტს წარმოადგენს და მათ მასზე ფეხის დადგმა სურთ. სხვები ველური ბუნებისთვის მიდიან, მაგრამ ჩვეულებისამებრ, უფრო ყინულით და წარმტაცი ლანდშაფტით ექცევიან წამლეკავი შთაბეჭდილებების ქვეშ“, ამბობს ქალბატონი სმიტი.

 


მოგზაურობის სეზონი ანტარქტიდის ზაფხულიდან - ნოემბრიდან მარტის ბოლომდეა. და რა ღირს იქ მოგზაურობა? ყველაზე იაფი არჩევანი თქვენ დაახლოებით 5 000 აშშ დოლარი დაგიჯდებათ - ეს არის უშუაიადან გემით გამგზავრება და ამ მარშრუტის არჩევისას, დამატებით, არგენტინაში თვითმფრინავით გამგზავრების მნიშვნელოვანი საფასურიც უნდა გაითვალისწინოთ.

 


შეუძლია ანტარქტიდას მასობრივი ტურიზმისთვის თავის გართმევა?

 


მთლიანობაში, ვიზიტორების რაოდენობა მაღლა მიდის.

 


2007-2008 წლის სეზონზე ვიზიტორების ყველა დროის ყველზე მაღალი მაჩვენებლის, 46 265-ის მიღწევის შემდეგ, მათი რაოდენობა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, მომდევნო წლებში დაეცა, მაგრამ ბოლო წლებში მათი რიცხვი მტკიცედ მზარდია. გასულ სეზონზე კონტინენტს 44 367 ტურისტი სტუმრობდა და მოელიან, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.

 


უსაფრთხო და ეკოლოგიაზე პასუხისმგებლობის მქონე ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, „ანტარქტიდის ტუროპერატორების საერთაშორისო ასოციაცია“ შეიქმნა, რომელიც მჭიდროდ მუშაობს „ანტარქტიდის ხელშეკრულების მხარეებთან“, რომელიც კონტინენტის ერთობლივ მართვაში ჩართულ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

 


ჯერ კიდევ მეტი შესაძლებლობაა მეტი ტურისტის მისაღებად, უთხრა „ანტარქტიდის ტუროპერატორების საერთაშორისო ასოციაციაციის“ წარმომადგენელმა ამანდა ლინესმა BBC-ს. „მაგრამ მონიტორინგის გაგრძელება მნიშვნელოვანია“, დაამატა მან.

 


ლინესის თანახმად, ტურ-ოპერატორებს ძალიან მკაცრი გზისმკვლევი აქვთ ორგანიზაციისაგან მიწოდებული და ერთი ასეთი წესი მაგალითად ის არის, რომ არასოდეს და არც ერთ დროს შეიძლება იყოს 100 ადამიანზე მეტი ზღვის ნაპირზე - გემიდან ნებისმიერი ცალკე აღებული გადმოსვლისას.

 

 

 


ასევე მკაცრი წესებია ხმელეთზეც და ისიც კი უნდა იცოდე, და რა თქმა უნდა შეასრულო კიდეც შესაბამისი ინსტრუქცია, თუ რამდენად ახლოს მისვლის უფლება გაქვს პინგვინთან.

 


როგორია გეოპოლიტკური ასპექტი?

 


„ეს ძალიან სიმბოლურია“, ხსნის ადელაიდის უნივერსიტეტის დოქტორი ნენგი ლიუ. „ის უფრო დიდ სურათს წარმოგვიდგენს ჩინეთის, რომელიც უფრო და უფრო აქტიურადაა ჩართული ანტარქტიდის საქმეებში“.

 


ჩინელი ტურისტები უკვე ვიზიტორების მეორე ყველაზე ჯგუფს წარმოადგენენ და ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტორების შემდეგ მეორე ადგილზე არიან.

 


ანტარქტიდაზე წამსვლელი ჩინელი ტურისტების რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და თუკი 2008 წელს 100-ზე ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა კონტინენტზე, 2016 წელს ამ რიცხვმა 3 944 შეადგინა და თუკი ქვეყნის ინტერესი კონტინენტისადმი მკვეთრად გაიზრდება, მოსალოდნელია, რომ მალე ჩინელები სიის სათავეშიც კი აღმოჩნდნენ.

 


„ჩინურ მედიაში ეს წარმოდგენილი იყო ისე, რომ ჩინელ ტურისტებს პირველად შეუძლიათ იმუგზაურონ ჩინური ოპერატორის მეშვეობით“, ამბობს ლიუ. „რა თქმა უნდა, ეს უკიდურესად ძვირია, მაგრამ ის ნამდვილად წარმოადგენს ჩინეთის მზარდ ინტერესს რეგიონში“.

 


2013 წლის შემდეგ, ჩინეთმა პოლარული რეგიონები განსაზღვრა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ახალი სტრატეგიული მიჯნა და ეს ნიშნავს, რომ პეკინში არსებობს მძლავრი პოლიტიკური სურვილი იმისა, წარმოადგენდეს იმის შემადგენელ ნაწილს, თუ როგორ იქნება მომავალში მოხაზული პოლუსების მართვა.

 

 

 


კომუნისტური პარტიის ახლახან გამართულ ბოლო ყრილობაზე მიღებულ პეკინის ახალი ხუთწლედის გეგმაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ მთავრობას სურს უზარმაზარი თანხის ინვესტირება პოლუსების კვლევის პროექტების მიმართულებით.

 


„ბოლოს და ბოლოს ჩინეთის ამბიცია არის ის, რომ მათ შეეძლოთ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები იმაზე გავლენის მოსახდენად, თუ როგორ უნდა იყოს მართული ორი პოლარული რეგიონი“, აცხადებს ლიუ.

 


ფრენების შეთავაზების მიუხედავად, ჩინელი ტურისტების უმეტესობა სამხრეთ ამერიკიდან გემით კრუიზის ნორმალურ მარშრუტს არჩევს.

 


ფაქტობრივად, ანტარქტიდაზე ტურისტების მხოლოდ 1% ჩადის საჰაერო ტრანსპორტით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი