ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება რომელიც არის რომელიმე ოჯახში, სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით
19-12-2017, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა შეასრულა.

 

 

წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა და იქადაგა.

 

 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფად შემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მიმართავს მას დახმარებისათვის. არ შეიძლება, რომ არ დაეხმაროს წმინდა ნიკოლოზი. არაქრისტიანებსაც ეხმარება. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში, სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი“, ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი