მიხეილ სააკაშვილი: სევერიონ დანგაძე მძევლად ჰყავთ და მასზე ზეწოლას ახორციელებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ჩემ წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ
19-12-2017, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც საქმე ჩემ დაპატიმრებას ეხება, მათ პასპორტი არ სჭირდებათ, როდესაც სასამართლო სხდომაზე შეშვებაზეა საუბარი, პასპორტი საჭიროა, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც სევერიონ დანგაძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.

 

 

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში შესვლისას პრობლემა შეექმნა.

 

 

„ჩემი პასპორტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩემი სახლის უკანონო ჩხრეკის დროს ამოიღო, ამიტომ, მე მითხრეს ქვემოთ, რომ პასპორტის გარეშე ვერ შემიშვებდნენ.... ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იდიოტურ საბჭოთა სისტემასთან გვაქვს საქმე. მოქალაქეთა ჯგუფმა აქ პრაქტიკულად ძალით შემოიყვანა, სამწუხაროდ, ვერ მოვუსწარი სასამართლოს ძირითად ნაწილს“, აღნიშნა სააკაშვილმა.

 

 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, სევერიონ დანგაძე მძევლად ჰყავთ, რათა მის წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ. მისივე განცხადებით, დანგაძის საქმე მის გარშემო ატეხილ ამბავს უკავშირდება.

 


„ეს ამბავი არ უკავშირდება კონკრეტულ პიროვნებას სევერიონს, ეს ყველაფერი ჩემ გარშემო ატეხილ ამბავს უკავშირდება. აშკარაა, რომ დანგაძე მათ არ აინტერესებთ, ის მათ მძევლად ჰყავთ და მასზე ზეწოლას ახორციელებენ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ როგორმე ჩემ წინააღმდეგ ჩვენებები მიაცემინონ. მათ დღეს სასამართლო გადაიტანეს და დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა შექმნეს, რადგან პარასკევს ჩემი სასამართლოა დაგეგმილი ჩემთვის შინაპატიმრობის შეფარდების მიზნით. პარალელურად ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან ჩემს ექსტრადირებაზე. ეს არის მთელი ისტორია. აქ არაფერ შუაშია ამ საქმის ფაქტები, რომლებიც, როგორც პეჩერსკის სასამართლოში მოვისმინე, პრაქტიკულად არ არსებობს, მათ ნაკლებად ადარდებთ თავად სევერიონიც. ეს არის პოროშენკოს გეგმა – განმამწესოს მე შინაპატიმრობაში, იქიდან კი, ქართულ ციხეში გადამიყვანოს ოლიგარქის მიერ მოგონილი ბრალდებების საფუძველზე. ეს არის სამი ქვეყნის, სამი ოლიგარქის შეთქმულება. ეს არის პუტინის და მისი ნების შემსრულებლების – პოროშენკოსა და ქართველი უმსხვილესი ოლიგარქის, „გაზპრომის“ აქციონერის ბორის ივანიშვილის შეთქმულება....

 

 

უკრაინაში არ არსებობს სასამართლო. არსებობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება რომელსაც პრეზიდენტი პოროშენკო მართავს, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც, უსაფრთხოების სამსახურიც და თავად წყვეტს, ვინ დააკავოს, ვინ როგორ გაასამართლოს, რომელი სასამართლო გადადოს. ერთადერთი, ვინც მათი გეგმები ჩაშალა, იყო მოსამართლე ლარისა ცოკოლი, რომელმაც ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახეში შეაფურთხა და მე გამათავისუფლა წინა სასამართლოზე“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი