კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა 4 ძლიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატების შვიდგზის პრიზიორი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა
20-12-2017, 09:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო პოლიციის საკომენდანტო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა ქართული ჭიდაობის ტრადიციულ ტურნირ - ფალავნობაზე წარმატებით იასპარეზა. კაპრალი მახარაშვილი 80 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 


ქართველმა სამხედრომ ფინალამდე მისასვლელად ოთხი ძლიერი მოწინააღმდეგე დაამარცხა, მათ შორის ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატების შვიდგზის პრიზიორი, ასევე გასული წლის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.

 


კაპრალმა გიორგი მახარაშვილმა ფალავნობაზე გასულ წელსაც წარმატებით იასპარეზა. ის 2016 წლის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა და სპეციალური თასიც მიიღო.

 


კაპრალი გიორგი მახარაშვილი გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტის სამსახურის ხრიდოლის ინსტრუქტორთა გუნდის წევრია. ქართველი სამხედრო შეიარაღებული ძალების მრავალგზის ჩემპიონია, მათ შორის ძიუდოში, ქართულ ჭიდაობასა და ხელჩართულ ბრძოლაში ხრიდოლის წესებით, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ხელჩართულ ბრძოლაში, უშუ-სანდასა და MMA-ს წესებით ბრძოლაში.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი