ლევან იზორიამ პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის უწყების ძირითად მიღწევებზე ისაუბრა
20-12-2017, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ათწუთიანი მოხსენებისას, ლევან იზორიამ 10 ძირითად მიღწევასა და კონკრეტულად მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან საერთაშორისო თანამშრომლობა, პარლამენტარების აქტიური თანამონაწილეობით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მომავალი წლიდან თავდაცვის მზადყოფნის ამბიციური პროგრამა, საგარეო სამხედრო დაფინანსება, საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სოციალური მიმართულებები შეაჯამა.

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მოსხენებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტული მიმართულებები თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ნაწილია და მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო განვითარებას ისახავს.

 

 

გაერთიანებულ სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე უძღვებოდნენ.

 

 

საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე, მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი, 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი