საგარეო სამხედრო დაფინანსება იზრდება
20-12-2017, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის გაზრდილ საგარეო სამხედრო დაფინანსების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო დაფინანსების ჯამური მოცულობა 117 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს.

 

 

„წელს ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა, როგორც უშუალოდ FMF ანუ საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, ასევე, ავტორიზაციის აქტით და ჯამში დაახლოებით 60 მილიონზე მეტი შეადგინა. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ერთი გარემოება - საგარეო დაფინანსებით მიღებული თანხების ათვისება მოხდება წელს და შემდეგ წლებში, ანუ 16-17 წლის დანაზოგების ათვისება მოხდება მიმდინარე და შემდეგ წლებში, რამაც ჯამურად დაახლოებით 117 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა,” განმარტა ლევან იზორიამ, როგორც ამას თავდაცვის უწყება იტყობინება.

 

 

მინისტრის განცხადებითვე, საგარეო სამხედრო დაფინანსების გზით 1997 წლიდან დღემდე საქართველომ ჯამში 239 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი