ლევან იზორია: „საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის“
20-12-2017, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრთა კაბინეტს პარლამენტში უსმენენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოხსენებისას უწყებაში განხორციელებულ 10 ძირითად მიღწევაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე გაამახვილა: „წლის განმავლობაში შევხვდით ნატოს წევრი ქვეყნების ყველა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს. ნაყოფიერი შეხვედრები გავმართე ამერიკელ, ბრიტანელ, გერმანელ, კანადელ კოლეგებთან“.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის ფარგლებში.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოში წელს გამართული საერთაშორისო სწავლებები - „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) და „მტკიცე სული“ (Agile Spirit) გამოყო:

 

 

„წელს უპრეცედენტოდ მასშტაბურ მრავალეროვნულ წვრთნებს ვუმასპინძლეთ როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე სამხედრო მოსამსახურეთა თანამონაწილეობით“. ლევან იზორია საერთაშორისო წვრთნების პოლიტიკურ მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამის ნათელი გამოხატულება სწორედ, 1 აგვისტოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო, რომელმაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული თანამშორმლობის მაღალი ხარისხი კიდევ ერთხელ დაადასტურა".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი