გიორგი კვირიკაშვილი: „უსაფრთხოების მიმართულებით თავდაცვის სამინისტროში უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური რეფორმა ჩატარდა“
20-12-2017, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე საქართველოს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა მიმდინარეობს.

 

 

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ფუნდამენტურ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რეფორმის გაგრძელება ხდება და მთავარი აქცენტი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზეა გადატანილი.

 

 

„ჩვენ მთავარ აქცენტს უკვე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე გავაკეთებთ და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯები იგეგმება. მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს ხელშესახები. იგეგმება რეზერვის განახლებული სისტემის შექმნა და ნატოს სტანდარტებთან მთლიანად ამ სისტემის მიახლოება. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ სამხედრო აღმშენებლობის საქმეში ჩართული იყოს ქვეყნის მოსახლეობა. რეზერვის სწორი სისტემა სწორედ, ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს“, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, პრემიერ მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში საერთაშორისო თანამშორმლობაზეც ისაუბრა:

 

 

„მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი პროგრამა იწყება. ჩვენ ორი პარალელური მიმართულებით ერთდროულად ვმუშაობთ - ეს არის ნატოში ინტეგრაციის ძირითადი პაკეტი და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ხორციელდება. გასული წლების განმავლობაში საქართველოს თავსებადობა ნატოს შეირაღებულ ძალებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დღეს ამ მიმართულებით მართლაც სამაგალითო მდგომარეობაა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი