ლევან იზორია: წელს ნატომ საქართველო, მის მიერ განხორციელებული რეფორმების გამო, სამოდელო ქვეყნად აღიარა
20-12-2017, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე გაღრმავებული თანამშრომლობისა და ურთიერთთავსებადობის მაღალი დონე გამოყო.

 

 

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, უწყებაში ჩატარებული რეფორმები ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ემსახურებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მინისტრმა იმ კონკრეტულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რის საფუძველზეც ალიანსი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორად და ასპირანტ ქვეყნად აღიარებს.

 

 

„ნატოს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, თავდაცვის ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს - რასაც ვაკმაყოფილებთ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ასევე, რომ შეიარაღებაში 20% იყოს გათვალისწინებული. ჩვენ წელს გვქონდა 10% და მომავალ წელს დაახლოებით 19% გვექნება - ეს მართლაც ძალიან სერიოზული და დიდი ნაბიჯია იმ სტანდარტების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, რასაც ნატო წევრ ქვეყნებს უყენებს და რასაც ხშირ შემთხვევაში ყველა ქვეყანა ვერ ასრულებს“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის შესახებაც ისაუბრა.

 

 

„ნატოსთან მიმართებაში ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი კვლავ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია რჩება. წელს 15-დან ერთ-ერთი ინიციატივა - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა წარმატებით დავასრულეთ. SNGP-ის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით. თავდაცვის ინსტიტუციონალური აღმშენებლობის სკოლის განვითარების კუთხით კი, 2017-2020 წლის სტრატეგია შევიმუშავეთ. ამ ორი მიმართულებით საერთაშორისოდ დიდი აღიარება გვაქვს“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

საკომიტეტო მოხსენებისას, თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს კომისიის სხომაზე გაჟღერებული განცხადებები გამოყო, სადაც დემოკრატიული განვითარების მიღწევები და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული შთამბეჭდავი პროგრესია ხაზგასმული.

 

 

ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებზე საუბრისას მინისტრმა კონკრეტული მიღწევები გამოყო და განაცხადა:

 

 

„თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ფონდში ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ჩვენი რეფორმების მხარდასაჭერად მომავალში 2 მილიონი ევროს აკუმულირება მოახდინეს. წელს ნატომ საქართველო, მის მიერ განხორციელებული რეფორმების გამო, სამოდელო ქვეყნად აღიარა“.

 

 

მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურების გზაზე არსებული მიღწევები აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სკანდინავიისა და ბალტიის თავდაცვის თანამშრომლობის ფორმატში ურთიერთობას გააძლიერებს.

 

 

„ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით გვსურდა განსაკუთრებულად გაგვეაქტიურებინა ჩვენი ინიციატივები ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობის წევრ ქვეყნებთან. ამიტომ, ჩემი პირველი ვიზიტი ფინეთსა და შვედეთში შედგა. ეს ასევე, უკავშირდებოდა ჩვენს ე.წ. ფლანგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკას. წარმატება გვაქვს ასევე სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების თავდაცვის თანამშრომლობის ფორმატში“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი