გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირებისას უცენზურო სიტყვებით მიმართა
20-12-2017, 19:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის", პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების შეხვედრა მწვავე დაპირისპირების ფონზე შეწყდა.

 

 

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა.

 

 

„იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენ შემცველად და ვითომ პრემიერ მინისტრი ხართ ახლა აქ. არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან და არც შეგეკითხებიან“, მიმართა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს.

 

 

პრემიერ მინისტრმა მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა.

 

 

„ნიკანორ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ უზრდელობთ. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას მოსახლეობას. მე არ ვაკადრებ ჩემს თავს და იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენ გვიყურებენ, ასეთივე ვიკადრო, რასაც თქვენ კადრულობთ.

 

 

უხერხულია, მწამებლების ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც თვითონ არის მხილებული სისხლის სამართლის დანაშაულში, მოვიდეს და ჩვენ გველაპარაკოს. სირცხვილია, ეს არის სირცხვილი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენ დღეს სამი კაცით ხართ პარლამენტში წარმოდგენილი“, განუცხადა კვირიკაშვილმა მელიას.

 

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა, რის შემდეგაც, გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი