ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში ავტომანქანა შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყება BBC.
პოლიციამ ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ერთი მამაკაცი დააკავა და განაცხადა, რომ აღნიშნული „განზრახ ჩადენილი“ ქმედება იყო, თუმცა, დაამატა, რომ ჯერჯერობით ძალზე ნაადრევია იმის თქმა, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, საავადმყოფოში 13 ადამიანია გადაყვანილი, რომელთაგან რამდენიმეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება, რადგან მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისაგან თავი შეიკავონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.