საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
22-12-2017, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“ მხარი 103 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა.

 

 

კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

 

 

„მიუხედავად სამწუხარო ინციდენტებისა, ეს იყო დემოკრატიის გადმოსახედიდან საკმაოდ წარმატებული ორი დღე“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის ორდღიანი პროცესი.

 


„ამ ორმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. ზუსტად ასეთი პროცესებით საზრდოობს საპარლამენტო დემოკრატია და ზოგადად, დემოკრატია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გილოცავთ ამ წარმატებულ ორ დღეს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.

 


პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა ვუსურვო მათ წარმატება. ჩვენ მოგვიწევს მთელი ჩვენი გამოცდილების, შესაძლებლობის და უნარის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარების პროცესი და ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეზე", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი, როგორც დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წლად გამოაცხადა. „ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შევეცდებით ეს პასუხისმგებლობა პატივით ვატაროთ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. „კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა. ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პარლამენტის დადგენილებას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

 


საქართველოს პარლამენტი, ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობდა.

 


დღეს, რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. მან თავის მოხსენებაში მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა და პარლამენტის წევრების შეკითხვებს, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად უპასუხა.

 


მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები და პოზიციები საპარლამენტო ტრიბუნიდან კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

 


რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად, 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი