ნიკა მელია უმრავლესობას: რაც არ უნდა ბევრნი იყოთ, მარტო რომ დავრჩე აქ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ამ პარლამენტში ისმოდეს ყოველთვის
22-12-2017, 08:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ დარბაზში თქვენ ხართ უმრავლესობაში, მაგრამ ამან არ შეგაცდინოთ - თქვენ არ ხართ უმრავლესობაში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

 

 

„ამ ქვეყანაში შეწუხებული, დაჩაგრული და ეკონომიკურად შეჭირვებული ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ხართ თქვენ, ამიტომ რაც არ უნდა ბევრნი იყოთ, მარტო რომ დავრჩე აქ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ამ პარლამენტში ისმოდეს ყოველთვის, რაც არ უნდა ბევრნი იყოთ“, უთხრა მელიამ ოპონენტებს საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე, მასსა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის წინა დღით პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობასთან" მთავრობის წევრების შეხვედრაზე მომხდარი მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამით ქვეყანაში დაპირისპირებასა და ურთიერთქიშპობას ბიძგი მიეცა.

 

 

 

 

 

„როგორც იქცევით ახლა ამ დარბაზში, ადასტურებს, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად შორის არის პასუხისმგებლობისგან, დიახაც. ერთი პიტარდები არ გისვრიათ იქიდან, სადაც სხედხართ. არ ვიცი, რამდენად ხედვას საზოგადოება და ისმის, როგორ იქცევა თქვენი დეპუტაციის უდიდესი ნაწილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კოლეგებო, თქვენ არ გაქვთ გააზრებული, რომ მართვის სადავეებთან ხართ და თქვენ განსაზღვრავთ ამ ქვეყანაში ადამიანების ბედს, თქვენ შემოგცქერიან პენსიონრები, ბავშვები, სტუდენტები და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. წესითა და რიგით უნდა ეიმედებოდეთ, მაგრამ სანაცვლოდ იღებენ აი ამ დამოკიდებულებას.

 

 

მე დღეს აბსოლუტურად სხვა გამოსვლა მინდოდა მქონოდა, მაგრამ დღის განმავლობაში, როდესაც გისმენდით, ძალიან ბევრჯერ შემეცვალა აზრი და საერთოდ იმასაც ვფიქრობდი, საერთოდ აქვს კი აზრი თქვენ მოგმართოთ მას შემდეგ, რაც გუშინ იკადრეთ და განსაკუთრებით თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი კადრულობდა, მაგრამ გუშინდელი დღე დღევანდელთან შეადრებით არის არაფერი.

 

 

მთელმა „ქართული ოცნების“ გუნდმა თქვენის თამადობით და მათ შორის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, დიახაც, მხარი კი არ აუბით, უბრალოდ, წაახალისეთ ძალადობა და თქვენ ღირსების დაცვის ეგიდით, რეალურად, ახალი ბიძგი მიეცით დაპირისპირებასა და ურთიერთქიშპობას ამ ქვეყანაში.

 

 

დიახაც, ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობდა ძალიან ბევრს, რომ ღირსება არის უმნიშვნელოვანესი და ღირსება უნდა დაიცვას მათ შორის პრემიერ მინისტრმა. შეგახსენებთ, ქალბატონო ეკა ბესელია, რომ 10 მკვლელიდან 8 მკვლელი იძახის, რომ ღირსება რომ დავიცავი, იმიტომ ჩავიდინე მკვლელობა.

 

 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე როდესაც გამოდის და მოუწონებს საქციელს პრემიერ მინისტრს, რომელიც აბსოლუტურად შორს არის საღი აზრისგან, დიახაც, მიანიშნებს იმას, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყანაში იქნება უმძიმესი და ამან უკვე ჰპოვა თავისი ასახვა. თქვენ სათავე დაუდეთ დაპირისპირებას, ბიძგი მიეცით ახალ დაპირისპირებას და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.

 

 

ვიდრე თქვენ აქ იმყოფებოდით და ლაზღანდარობდით, ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი ქალბატონი, ვინმე ხოფერია და ბატონი ოქიტაშვილი ჩვენს პოლიტიკური საბჭოს წევრს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ზუსტადაც რომ ღირსების ეგიდით. ბატონო გიორგი, იცით, რატომ? თქვენ მიეცით ამის მაგალითი და დაუდეთ სათავე. მე თქვენს ადგილზე დღეს პარლამენტში არ მოვიდოდი, დავწერდი განცხადებას და წავიდოდი და იცით რატომ? იმიტომ რომ ვერ აცნობიერებთ, რას დაუდეთ სათავე. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს, თქვენ წაახალისეთ ძალადობა და მიეცით კიდევ ერთი დამატებითი ახალი ბიძგი.

 

 

მე მოგიწოდებთ შს მინისტრს, შს მინისტრმა დაადასტურა, რომ იგი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ შს მინისტრი, გააკეთა განცხადება, რომ არანაირი კონტაქტი და ნული რეაქცია გაკეთდება იმ ძალასთან მიმართებაში, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ნახევარი მილიონი მოქალაქის მხარდაჭერით სარგებლობს და ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და თქვენ ყველაზე წამყვანი უწყების ხელმძღვანელს ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რა განცხადება გააკეთეთ და ასევე როგორ აუბით მხარი ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს, ამიტომ ახლა მოგიწოდებთ, აიღეთ ტელეფონი ხელში და მკაცრ კონტროლზე აიყვანეთ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს ეკა წამალაშვილს, რომელიც პირდაპირ ეთერში იქნა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი, სწორედაც რომ თქვენი უპასუხისმგებლობის გამო და გაფრთხილებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, პატივი ეცით აზრთა სხვადასხვაობას ამ ქვეყანაში", განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნიდან ჩამოვიდა და იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც პრემიერი იჯდა.

 

 

ნიკა მელიას დარბაზში ჩასვლას ხმაური მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომრემ მას დარბაზის დატოვებისკენაც მოუწოდა, თუმცა, მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ დატოვა.

 

 

„ხელი არ დაადოს არავინ, იგივეს აკეთებს, გაანებეთ თავი",  მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი