შალვა ნათელაშვილი: „ვაცხადებ ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას“
22-12-2017, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბრძოლის სურვილი გამოხატა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა. მან თქვა, რომ მზად არის დაასრულოს „ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი“ და ხალხს დემოკრატია და სამართლიანობა დაუბრუნოს.

 


„მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს არჩევნები იყოს უკანასკნელი ბანკირ-ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას. მე მზად ვარ დავასრულო ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი, განვდევნო ისინი პოლიტიკიდან, მე მზად ვარ დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, კანონიერება, სამართლიანობა, თანასწორობა. მე მზად ვარ მოვუტანო უმუშევარს სამსახური, პენსიონერს ღირსეული პენსია, ახალგაზრდას განათლება, ავადმყოფს წამალი და მზად ვარ ეს ფურცელი ისე გადავშალოთ და მოვიცილოთ ჩვენი ისტორიიდან, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს არაერთხელ გაუკეთებიათ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა მისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მან თქვა, რომ პრეზიდენტის ფუნქციები „გამოშიგნულია“, მაგრამ იგი მაინც რჩება უმაღლეს წარმომადგენლობით პირად საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობებში და ამდენად, მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე ოპოზიციონერის მოსვლა.

 


„საკმარისია ეს პოსტი დაიკავოს ივანიშვილის ხროვისგან უმართავმა პიროვნებამ და ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება“, აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   nikol
      
მიდი შალიკო ... ხალხს თუ არა საკუთარ თავს მაინც მიხედავ :) http://i.imgur.com/NJ2KeFg.gif
24 დეკემბერი 2017 01:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი