რომან გოცირიძე: საკანონმდებლო ორგანოში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა
22-12-2017, 13:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პარლამენტში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა.

 

 

გოცირიძეს მიაჩნია, რომ საპარალამენტო ვადა ისე ჩაივლის, რომ დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ.

 

 

„მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას სწორედ ამ სიმართლის მოსმენა არ უნდოდათ. ოპოზიციის მხრიდან ერთი სიტყვაც არ თქმულა, რომელიც პოლიტიკურ შინაარსსა და კორექტულობას სცილდებოდა. ყველანი საპარლამენტო მუშაობის ჩარჩოში ვიყავით, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში აგრესიულად მორჩილი უმრავლესობაა. საპარალამენტო ვადა ისე ჩაივლის, რომ დეპუტატები საკუთარ ელემენტარულ როლს ვერ გამოაჩენენ. გუშინ ეს ყველაფერი გაუხარდათ, რადგან ფუნქცია გაუჩნდათ და დაინახეს, რომ რაღაცით შეუძლიათ, მთავრობის წინაშე წარსდგნენ. ეს ყველაფერი იმაში გამოიხატა, რომ სკამებზე უბრახუნებდნენ, დეპუტატებს უყვიროდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ყველაზე სამარცხვინოა, რომ თავდასხმა მოახდინეს, როგორც ველურმა ცხოველებმა. ტურები რომ გამოძვრებიან ფილმებში და მსხვერპლს დაესევიან, ზუსტად ასეთი ეფექტი მოახდინეს, ოღონდ დაბალი კლასის ცხოველებივით, მაღალ კლასშიც კი ვერ ავიდნენ”, განაცხადა გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 1
#1   mziana
      
რა დავაშავე ამ ქვეყნად, ყოველთვის შენ რატომ გიყურო და გისმინო? ქოსატყუილა ხარ.

ვიმე რა დავაშავე ამ ქვეყნად, რომ მუდმივად ამ პიროვნებას ვუყურო, არც ნიჭი და არც გარეგნობა.
22 დეკემბერი 2017 03:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი