შალვა ნათელაშვილი: პუტჩისტთა შტაბს აფინანსებდა აი, ეს ოლიგარქია - ივანიშვილების და ხაზარაძეების და ჩხარტიშვილების თამადობით და მათი ადგილი, ამის გამო, ციხეშია
22-12-2017, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მისი მხარდამჭერების წინაშე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ 22 დეკემბერი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული დღეა, რადგან 1991 წლის ამ დღეს დაიწო სამოქალაქო ომი, რომლის ზურგს უკან მდგარ „პუტჩისტებს“ ფინანსურად ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ვანო ჩხარტიშვილი და სხვა მათი მსგავსი პიროვნებები ედგნენ სათავეში.

 


„დღეს ტრაგიკული დღეა, სწორედ 22 დეკემბერს, 91 წლის, დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი რუსთაველის პროსპექტზე და აი, ამ შენობაში, სასტუმრო „თბილისში“, განლაგებული გახლდათ პუტჩისტთა შტაბი, რომლებსაც აფინანსებდა, არც მეტი, არც ნაკლები, აი ეს ოლიგარქია - ივანიშვილების და ხაზარაძეების და ჩხარტიშვილების თამადობით და მათი ადგილი, ამის გამო, ციხეშია და არა პოლიტიკაში“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 


მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბრძოლის სურვილი გამოხატა და განაცხადა, რომ მზად არის დაასრულოს „ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი“ და ხალხს დემოკრატია და სამართლიანობა დაუბრუნოს.

 


„მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს არჩევნები იყოს უკანასკნელი ბანკირ-ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას. მე მზად ვარ დავასრულო ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი, განვდევნო ისინი პოლიტიკიდან, მე მზად ვარ დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, კანონიერება, სამართლიანობა, თანასწორობა. მე მზად ვარ მოვუტანო უმუშევარს სამსახური, პენსიონერს ღირსეული პენსია, ახალგაზრდას განათლება, ავადმყოფს წამალი და მზად ვარ ეს ფურცელი ისე გადავშალოთ და მოვიცილოთ ჩვენი ისტორიიდან, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს არაერთხელ გაუკეთებიათ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მან თქვა, რომ პრეზიდენტის ფუნქციები „გამოშიგნულია“, მაგრამ იგი მაინც რჩება უმაღლეს წარმომადგენლობით პირად საშინაო და საერთაშორისო ურთიერთობებში და ამდენად, მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე ოპოზიციონერის მოსვლა.

 


„საკმარისია ეს პოსტი დაიკავოს ივანიშვილის ხროვისგან უმართავმა პიროვნებამ და ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება“, აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი