ესპანეთის პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი პუჩდემონის მოლაპარაკებების მოთხოვნას უარით პასუხობს
22-12-2017, 20:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა უარი განაცხადა პუჩდემონთან მოლაპარაკებების ესპანეთის საზღვრებს გარეთ გამართვის მოთხოვნაზე.

 

 

BBC-ის ცნობით, რახოიმ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებებს გამართავს "რეალური გზით და კანონის ფარგლებში" მათთან, ვინც კატალონიის მთავრობას უხელმძღვანელებს.

 

 

„მე ამას კატალონიას იმიტომ ვთავაზობ, რომ ხალხზე ვზრუნავ,“ განაცხადა რახოიმ.

 

 

უფრო ადრე, პუჩდემონმა მოუწოდა ესპანეთის მთავრობას მოლაპარაკებებისკენ და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს ბელგიაში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება, ან ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

 

 

სეპარატისტულმა პარტიებმა სამშაბათის რეგიონალური რიგგარეშე არჩევნები მოიგეს.

 

 

მას შემდეგ, რაც მადრიდმა კატალონიის ოქტომბრის რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადადა ახალი არჩევნები დანიშნა, რეგიონზე პირდაპირი მმართველობა სწორედ ესპანეთს ჰქონდა დამყარებული.
 
 
პუჩდემონმა პრემიერს მოსთხოვა გაეყვანა კატალონიაში მდგარი პოლიციელები.
 
 
სეპარატისტებმა, რომელთაც უწინდელი პარლამენტის უდიდესი ნაწილი ეკავათ, 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, რომელიც მადრიდიდს ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ სცნო.
 
 
ამის შემდეგ გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც „მოქალაქეთა პარტიამ“ ხმების 25.3 % აიღო და 135 ადგილიან პალატაში 37 ადგილი მოიპოვა.
 
 
რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და პარლამენტში 70 ადგილი დაიკავა შემდეგმა პარტიებმა: JxCat, კატალონიის რესპუბლიკურმა პარტიამ (ERC) და სახალხო გაერთიანებამ (CUP).
 
 
მადრიდის ჟურნალ-გაზეთების თქმით, არჩევნების შედეგებმა მთავრობის პოზიციები გაამყარა.
 
 
„იმ ძალებმა, რომლებიც დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, უნდა დაინახონ თავიანთი შეცდომები და გამოსწორებას ეცადონ,“ წერს ჟურნალ-გაზეთი „ლა ვანგუარდია“.
 
 
ABC თვლის, რომ მადრიდმა კატალონიის კრიზისი უნდა მოაგვაროს. „თუ ესპანეთს გრძელვადიანი ბრძოლის გამარჯვება და კატალონიის შენარჩუნება სურს, სახელმწიფოს გაძლიერებისათვის გეგმა უნდა დასახოს.“
 
 
არჩევნების შედეგებმა ჟურნალ-გაზეთები ორ გუნდად დაყო. ერთ ნაწილს დამოუკიდებლობის პროექტის გაგრძელება სურს, ხოლო მეორე ეთანხმება არჩევნების შედეგებს.
 
 
„დამოუკიდებლობის მოძრაობამ პრემიერ მინისტრი შეარცხვინა“, წერია „ელ ნაციონალში“. „გადაწყვეტილებები, რომლებიც კატალონიას ეხება, მადრიდში არ მიიღება“.
 
 
კატალონია ციფრებში:
 
 
ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
 

კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
 
 
კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
 

კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი