გარდაბნის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა - მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 22 მილიონ 310 ათას ლარს შეადგენს
22-12-2017, 22:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, სხდომა გამართა, რომელზეც დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

 


მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გარდაბნის 2018 წლის ბიუჯეტი 22 მილიონ 310 ათას ლარს შეადგენს.

 


სხდომაზე საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მჭედლიშვილმა ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა:

 


2018 წელს მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, რომლის განსახორციელებლად ბიუჯეტში 9 მლნ 379 ათას 600 ლარია განსაზღვრული.

 


ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს აგრეთვე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა. აღნიშნული მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტში 2,039,5 ათ ლარია გაწერილი.

 


მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებშიც განაგრძობს საბავშვო ბაღების მშენებლობა–რეაბილიტაციას და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას, რომლის უზრუნველსაყოფად 4, 250,0 ათასი ლარია გამოყოფილი.

 


2018 წლის ბიუჯეტში კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 1 მლნ 491, 900 ათასი ლარით დაფინანსდება;

 

 

 


დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსაც დაუჭირეს მხარი.

 


როგორც ზურაბ მჭედლიშვილმა განმარტა, ცვლილებების საფუძველი გახდა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით გამოყოფილი 1 223 573 ათასი ლარი, რომელიც სოფელ გამარჯვებაში შიდა გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებას მოხმარდება.

 


დეპუტატებმა მოიწონეს 2018 წელს რეგიონალური დაფინანსებით განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა. ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საკრებულოს მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა ბექა ჟღენტმა ისაუბრა.

 


მისი თქმით, 2018 წელს რეგიონალური დაფინანსებით სამი პროექტი განხორციელდება:

 


ქ. გარდაბანში შიდა გზების რეაბილიტაცია – ცენტრალური ბიუჯეტი 817 000 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი – 43,000 ათასი ლარი;

 


სოფელ ლემშვანიერაში სასმელი წყის ჭაბურღილის მაგისტრალური და შიდა მილსადენის რეზერვუარის მოწყობა და გამრიცხველიანება – პროექტის ცენტრალური ბიუჯეტი – 1,181,660 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი – 62,193 ათ. ლარი

 


ქ. გარდაბანში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მოწყობა – ცენტრალური ბიუჯეტი –133,627 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი – 7,033 ათასი ლარი.

 


დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიაში ლაშა ბერუაშვილის გაწევრიანების საკითხი.

 


საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები – დავით მერაბიშვილი, სოსო ნიჟარაძე და დავით ლორიაშვილი.

 


საკრებულომ ასევე დადებითად გადაწყვიტა სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი გურულიშვილისა და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე გენადი იორდანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკითხები, რომლებიც სხვადასხვა მისამართზე საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე და გამხმარი ხეების მოჭრა–ტრანსპორტირებაზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა.

 

 

 


სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ხელმძღვანელობდა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ონიანი, საკრებულოს წევრები, ასევე გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე, დავით ჭანტურია, მოადგილეები – რევაზ ეგაძე და დუნიამალ გაჯიევი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ჟღენტი და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა გურულიშვილი ესწრებოდნენ.

 


ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი