შსს: 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ
23-12-2017, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. ინფრორმაცას ამის შესახებ შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს. 

 


"შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 


გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო. მართვის მოწმობის ვადებთან დაკაშირებით მოქალაქეების ინფორმირება მომსახურების სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა 2014 წლიდან დაიწყო, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან, 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებითა და სოციალური ქსელებით, მართვის მოწმობის ცვლილებების, ვადებისა და პროცედურების შესახებ, არაერთხელ განემარტათ. მიუხედავად ამისა, მომსახურების სააგენტოში მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.

 


ამჟამად გაცემულია 90 000 -ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია. ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამ თვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა.

 


იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

 


დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი