რომის პაპი ილია მეორეს: ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი
25-12-2017, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპი ფრანცისკე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წელს ულოცავს.

 

 

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია მეორეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.

 

 

თქვენი, სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს და მადლობას ვუძღვნი უფალს, რომელმაც უხვად მოჰმადლა თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პიროვნებას და იმ დიად საქმეს, რომელსაც 40 წლის მანძილზე ემსახურებით.

 

 

ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც რჩეული ერი ღმერთმა უდაბნოში ატარა აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღვოდით თქვენს ერს ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა რწმენა უფლისა საქართველოს ოდითგანვე ღვთითკურთხეულ და ურიცხვ წამებულთა სისხლით გაჯერებულს, ათას ჭირვარამგამოვლილ ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.

 

 

ძვირფასო ძმაო, გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვისაც, რომ მომმადლა წყალობა პირადად გამეცანით და წმინდა, ძმური ამბორით გადაგხვეოდით.

 

 

მადლიერი ვარ უფლის იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსურს, ჩვენს საერთო მამას ვთხოვო, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს.

 

 

განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის. ვთხოვ, უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა მოციქულთან სიტყვის მეშვეობით, რათა ყოველნი ერთ იყვნენ. ვატიკანი, პაპი ფრანცისკე“, ნათქვამია რომის პაპის წერილში, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესსვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი