რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს: თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს
25-12-2017, 16:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს.

 

 

რუსეთის პატრირქის მისალოცი წერილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა.

 

 

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ როგორც თქვენ, ისე საქართველოს, ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს. 4 ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა, კათოლიკოს პატრიარქთა ტახტზე.

 

 

მთელი ამ წლების განმავლობაში, მაცხოვრის შეწევნით თქვენ აღასრულეთ მაღალი მსახურება, სიწმინდით, მეცნიერებით და სულგრძელობით, სიტკბოებით და სულიწმინდით, სიყვარულით, ჭეშმარიტების სიტყვით, ღვთის ძალით, საჭიროითა სიმართლითა, მარჯვენისაითა და მარცხენისაითა. ის, რომ იბერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგილმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა.

 

 

როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს.

 

 

წმინდა პავლე მოციქული მოწმობს, შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა, ჭეშმარიტად თქვენ ბრძანდებით სულიერი მამა მრავალთა და საქართველოს ეკლესიის მრავალი სულიერი შვილისა, იერარქებისა, სამღვდელოთა და საეროთა, თქვენ დაუღალავად ზრუნავთ სამწყსოს დასაპურებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ იცხოვრონ სახარებისეული ცნებებით", ნათქვამია მილოცვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი