კახა კალაძე: წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
26-12-2017, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

 

 

კახა კალაძემ ილია ელოშვილს მიულოცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, შემდეგი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, სიმბოლურ ფასად ფართების დაკანონებაა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება.

 

 

„ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა მივეცით. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი