მიხეილ სააკაშვილი სარჩელის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანას აპირებს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მისი „გატაცებისთვის“ „კომპენსაციას“ მოითხოვს
26-12-2017, 16:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს განზრახული აქვს შეიტანოს სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოთხოვნით, „კომპენსაციის“ თაობაზე, რაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მის „გატაცებას“ უკავშირდება.

 


აღნიშნულის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა, რომლის ტრანსლირებაც უკრაინულმა არხებმა განახორციელეს.

 


„მათ მე სახლიდან გამიტაცეს, გამოიყენეს ძალადობრივი ქმედება არა მხოლოდ ჩემს, არამედ ადამიანთა ჯგუფის მიმართ, და ეს გააკეთეს ყოველგვარი ისეთი დოკუმენტების გარეშე, რაც მათ ამის განხორციელების უფლებას მისცემდა“, აღნიშნა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დღევანდელ დაკითხვაზე „დღის წესრიგის დარღვევის“ გამო არ წავა.

 


„მათ სურთ ჩემი ხმის ნიმუშების აღება. და მაშინ რას დადიოდა იქეთ-აქეთ იური ლუცენკო [უკრაინის გენერალური პროკურორი] რადაში, თუკი მათ ჩემის ხმის ნიმუშები არ აქვთ?.. მათ შეეძლოთ მისი გაეროსადმი, თეთრი სახლისადმი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი თხოვნა, მაგალითად 2004 წლის. მაგრამ არა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს სჭირდება ჩემი ხმის ნიმუში ისტორიისთვის. მე მათ ისეთ სიმღერას ვუმღერ, რომ დიდხანს ემახსოვრებათ“, პირობა დადო სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი