თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
27-12-2017, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირებულებები თორმეტმა ქართველმა მხატვარმა გაიაზრა და თორმეტი ფერწერული ტილო შექმნა.

 


მხატვრები - რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, მამუკა დიდებაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, კოკა ციხელაშვილი, სანდრო დალაქიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტმა - „მხატვრები მშვიდობისთვის“ გააერთიანა. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

 

 

მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

 

 

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტში ჩართულ თითოეულ მხატვარს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში მხატვრების ჩართულობა სამხედროების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო გამოვლინებაა.

 

 

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ. თანხა სრულად მოხმარდება დაჭრილ-დაშავებული სამხედროების საჭიროებებს.

 

 

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც მხატვრები ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობენ.

 

 

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების, Army Card-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

 

 

პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ნამუშევრის ასლი დატანილია თავდაცვის უწყების 2018 წლის კალენდრებზე, ბლოკნოტებზე, მისალოც ბარათებსა და სასაჩუქრე ჩანთებზე.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი