გიორგი კვირიკაშვილი კოტე ზალდასტანიშვილზე: მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე
27-12-2017, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო - ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

 

„ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია.

 

 

იგი იყო მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი.

 

 

მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც სხვებს უზიარებდა თავის ძალიან მდიდარ გამოცდილებას. იგი იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის", აღნიშნა პრემიერმა სხდომაზე, რომელსაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტი პირველად მართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი