„რისთვის დაგვღუპეს შვილო, რა გავაკეთეთ, რა დავაშავეთ?“ - პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს
27-12-2017, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მაჩალიკაშვილის კავშირს აჰმედ ჩატაევთან უარყოფს. დაჭრილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა, რომელიც სპეცოპერაციის თვითმხილველია, „რუსთავი 2"-თან საუბრისას მომხდარის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, სუს-ი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

 

 

„საერთოდ, აბსოლუტურად არაფერი არ გაგვიგია სპეცრაზმის მოსვლისას. ერთადერთი ის გავიგე, კარები ჩაკეტილი არ ჰქონია და ეს კარები რომ შემოაღეს, ფეხზე ვიყავი, გავიგე. შემდეგ სროლის ხმა გავიგეთ. რის გულისთვის, რისთვის, რისთვის დაგვღუპეს შვილო, რა გავაკეთეთ, რა დავაშავეთ? ტერორისტები ჩვენ არ ვიყავით. თუ დანაშაული ჰქონდა, ეთქვათ მამისთვის და წაეყვანათ, არაფერს ვიტყოდით", აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია, რომლის ინფორმაციითაც, მის შვილიშვილს სამართალდამცავებისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში სპეცოპერაციებისას დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

 

 

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის სპეცოპერაციის დროს დაჭრას, სუს-ი განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.

 

 

პანკისის ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დღეს უხუცესთა საბჭო შეიკრიბება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი