პუტინმა რუსეთის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გასავლელად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა
27-12-2017, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დოკუმენტები შეიტანა, რათა რუსეთის 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს, იტყობინება რუსული მედია.

 

 

 

 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, პუტინი არჩევნებზე მიდის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. წინადღით, 26 დეკემბერს, მომავალ არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას ხმა მისცა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 600-ზე მეტი ადამიანია შესული, მათ შორის მოქმედი რუსი პოლიტიკოსები - სენატორები და დეპუტატები, ასევე არტისტები და მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები. 

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება შეუძლია პარტიას, ისევე როგორც საინიციატივო ჯგუფს. პარტია კანდიდატურას თავის ყრილობაზე აყენებს, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენისთვის ამომრჩეველთა საინიციტივო ჯგუფის შექმნაა საჭირო, რომელშიც არანაკლებ 500 ადამიანი შევა.

 


დამოუკიდებელ კანდიდატებს კანონი რეგისტრაციის ეტაპზე თავიანთი მხარდამჭერების ხელმოწერების წარდგენას ავალდებულებს და ეს 300 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს, მათ შორის ერთ რეგიონში ხელმომწერთა რაოდენობა 7,5 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

 


2018 წლის 18 მარტს პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეოთხე ვადით იყრის კენჭს.

 

 

 


იგი რუსეთის ფედერაციის სათავეში პირველად 2000 წლის 26 მარტს, პრეზიდენტ ელცინის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ მოვიდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი