პანკისის ხეობის სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება დასრულდა. საბჭოს წევრებმა, ადგილობრივებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს განცხადებით მიმართეს.
„ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივაა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიებების წინააღმდეგი არავინ არის. მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენების შედეგად, ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთვქვამთ, რომ ქართული ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულებას მისცემს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს ჩატარებულ უხუცესთა საბჭოს სხდომაზე გაავრცელეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.