რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური იზრდება
27-12-2017, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფების გაზრდას მხარი სემეკ-მა დაუჭირა. მომატებული გადასახადი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და 2020 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

 


მიღებული გადაწყვეტილებით, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული სექტორებისთვის ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1,28 თეთრით მოიმატებს.

 


სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო სექტორში დადგენილი ტარიფები ასეთია: 101 კვტ საათის ჩათვლით, ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის გადასახადი ნაცვლად 12,954 თეთრისა, 14,23666 თეთრით განისაზღვრა;

 

 

101 კილოვატიდან 301 კვტ საათის ჩათვლით, სამომხმარებლო ტარიფი ნაცვლად 16,931 თეთრისა, 18,21366 თეთრით განისაზღვრა;

 

 

301 კვტ საათიდან მომხმარებლებისთვის კი, ტარიფი ნაცვლად 21,450 თეთრისა 22,73266 თეთრით განისაზღვრა.

 

 

რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, 110-35 კვ ძაბვის საფეხურის აბონენტები ერთ კვტ. საათზე 14.860 თეთრს გადაიხდიან, 10-6-3.3 - 16.251 თეთრს, ხოლო 0.4 კვ-ზე - 21.083 თეთრს.

 

 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტრომომარაგებაზე გაზრდილ საფასურს გადაიხდიან თბილისის მცხოვრებლებიც. ხვალ კი, კომისია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” აბონენტებისთვის წყლის ტარიფებს დაადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი