თავდაცვის სამინისტროში დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს
27-12-2017, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით, თავდაცვის სამინისტროში ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული სამხედროების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მათ სიტყვით მიმართეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

 

 

ბავშვებისთვის წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და სასიამოვნო დღის გატარებაზე ჯარის მეგობრებმა, ქართველმა მომღერლებმა - სოფო ბედიამ, ნუცა ბუზალაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მაკა ზამბახიძე და ელენე ფოჩხუამ იზრუნეს. მომღერლებმა მოწვეულ სტუმრებს ახალი წელი სპეციალურად მათთვის გამართული კონცერტით მიულოცეს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი „სუპერის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ქართულმა კომპანიებმა, „ბარამბომ“, „ქართული ლუდის კომპანიამ“, მედიაჰოლდინგმა „პალიტრა L“-მა, სათამაშოების მაღაზია „ჭიტამ“ და სამხედრო ჟურნალმა „არსენალმა“ კი, სოციალური პასუხისმგებლობისა და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში სტუმრები სხვადასხვა პროდუქციით დაასაჩუქრეს.

 

 

მოგვიანებით, ბავშვებმა დედებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გადაინაცვლეს, სადაც მათ „ქართული კვების კომპანია“ ფურშეტით გაუმასპინძლდა.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი